ნედ პრაისი - აშშ შეშფოთებულია რეჯეფ თაიფ ერდოღანის გეგმებით სირიის სამხრეთ საზღვართან ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ
ნედ პრაისი - აშშ შეშფოთებულია რეჯეფ თაიფ ერდოღანის გეგმებით სირიის სამხრეთ საზღვართან ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გეგმებით სირიის სამხრეთ საზღვართან ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა გააკეთა.

პრაისის თქმით, ნებისმიერი ახალი ოპერაცია სირიაში რეგიონის სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის და რისკის ქვეშ დააყენებს ამერიკის ჯარებს.

„შეშფოთებული ვართ ჩრდილოეთ სირიაში პოტენციურად გაზრდილი სამხედრო აქტივობებით. ვაღიარებთ  სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თურქეთის ლეგიტიმურ წუხილს, მაგრამ ნებისმიერი ახალი შეტევა კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს რეგიონის სტაბილურობს და საფრთხეს შეუქმნის ამერიკის სამხედრო ძალებს და „აისისის“ წინააღმდეგ არსებულ კამპანიას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.