NDI - საქართველოს მოქმედი მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 52% საშუალოდ აფასებს 
NDI - საქართველოს მოქმედი მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 52% საშუალოდ აფასებს 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, არსებული მთავრობის საქმიანობას გამოკითხულთა 52% საშუალოდ აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით არსებული მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 22% აცხადებს, რომ ცუდად, 11% ძალიან ცუდად.

გამოკითხულთა 2% მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 12% – ძალიან კარგად.

კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 2%-ს.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. გამოკითხვას „CRRC-საქართველო“ ატარებს.