NDI – საქართველოს განათლების სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად ონლაინსწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები სახელდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რა არის ამჟამად საქართველოს განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულთა 27 პროცენტი ონლაინსწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს.
გამოკითხულთა 16 პროცენტი განათლების სისტემის წინაშე მდგარ პრობლემად მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალ კვალიფიკაციას ასახელებს.
განათლების სისტემაში პრობლემას ვერ ხედავს გამოკითხულთა 11 პროცენტი. უნივერსიტეტებში სწავლის მაღალ საფასურს ასახელებს გამოკითხულთა ცხრა პროცენტი. გამოკითხულთა ხუთი პროცენტი პრობლემად ასახელებს მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალ ხელფასს, სასწავლო წიგნების დაბალ ხარისხსა და რეპეტიტორების მაღალ საფასურს.