NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს
NDI-ს სადამკვირვებლო დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეაფასებს

ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია დღეს პრესკონფერენციას გამართავს.

NDI-ს დელეგაცია საპრეზიდენტო არჩევნებისთვის სამზადისს, საარჩევნო პროცესის ძირითადი სუბიექტების პოლიტიკურ აქტივობებსა და ზოგადად საარჩევნო გარემოს შეაფასებს.

დელეგაცია უკვე შეხვდა საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატებს, პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

NDI-ს წევრებმა რეკომენდაციებიც შეიმუშავეს, რომლებიც, მათი თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ანგარიშის პრეზენტაცია დღეს, 15:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაიმართება.

დატოვე კომენტარი