NDI - გამოკითხულთა 83 პროცენტი მიიჩნევს, რომ მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი
NDI - გამოკითხულთა 83 პროცენტი მიიჩნევს, რომ მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 83% მიიჩნევს, რომ მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.

ამასთან, თბილისში კითხვას დადებითად უპასუხა გამოკითხულთა 89%-მა, სოფლებში 83%-მა, ეროვნულ უმცირესობათა დასახლებებში კი, 58%-მა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველ ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.