NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდეს
NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანდეს

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 81%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 12%-ისთვის მიუღებელი, 6%-მა არ იცის, ხოლო ერთმა პროცენტმა კითხვას არ უპასუხა.

ამასთან, გამოკითხულთა 75%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, 17%-ისთვის მიუღებელი, 8%-მა არ იცის. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.