NDI-ის მიერ გამოკითხულთა 74%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში
NDI-ის მიერ გამოკითხულთა 74%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში

ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20 პროცენტს გადაწყვეტილი აქვს, ვის მისცემს ხმას, 74 პროცენტს არ გადაუწყვეტია, 5-მა პროცენტმა არ იცის, ხოლო ერთმა პროცენტმა კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.