NDI- 43% ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს ითვალისწინებენ 
NDI- 43% ნაწილობრივ ეთანხმება მოსაზრებას, რომ პარლამენტის წევრები მათნაირი ადამიანების შეხედულებებს ითვალისწინებენ 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოში 2016 წლის ნოემბერში გამოკითხული მოსახლეობის 19% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები სრულად ითვალისწინებენ მათ შეხედულებებს, იგივე კითხვაზე დადებით პასუხს ცემს მიმდინარე წლის დეკემბერში გამოკითხულთა 5%.

კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით, რომ პარლამენტის წევრები ითვალისწინებენ თქვენნაირი ადამიანების შეხედულებებს, ნოემბერში გამოკითხულთა 43% ნაწილობრივ ეთანხმება, ასევე ნაწილობრივ ეთანხმება დეკემბერში გამოკითხულთა 42%.

NDI-ის დასმულ კითხვას ნაწილობრივ არ ეთანხმება ნოემბერში გამოკითხულთა 14%, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბერში გამოკითხულების 20%.

კითხვაზე პასუხი არ იცოდა ნოემბრის თვეში გამოკითხულმა 12%-მა, ხოლო დეკემბრის თვეში გამოკთხულთა 6%-მა.

2016 წლის ნოემბერში გამოკითხულთა 19% აცხადებდა, რომ სრულად ეთანხმება, 2017 წლის დეკემბერში კი 5%.

გასული წლის ნოემბერში გამოკითხულთა 43% ნაწილობრივ ეთანხმება, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში გამოკითხულების 42%.

ნაწილობრივ არ ეთანხმება ნოემბერში გამოკითხულთა 14%, ხოლო მიმდინარე წლის დეკემბერში გამოკითხულების 20%.

საერთოდ არ ეთანხმება გამოკითხულთა 13%, 26%

კითხვაზე პასუხი არ იცოდა ნოემბრის თვეში გამოკითხულმა 12%-მა, ხოლო დეკემბრის თვეში გამოკთხულთა 6%-მა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2017 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.

 

დატოვე კომენტარი