NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს
NDI მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას 2018 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენენ.

კვლევის პრეზენტაცია დღეს, 10:30 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ შედგება.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება ქვეყნის განვითარების კურსთან, რეფორმებთან, მიმდინარე მოვლენებთან, გარემოს დაცვასთან, საპრეზიდენტო არჩევნებთან და პარტიების მხარდაჭერასთან დაკავშირებული მიგნებები.

კვლევის შედეგები სრულად, პოლიტიკური ნაწილის ჩათვლით, გამოქვეყნდება 1-ელ აგვისტოს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.