NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 78%-მა იცოდა, რომ მაისში ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა
NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა 78%-მა იცოდა, რომ მაისში ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა

NDI-ის მიერ გამოკითხულთა 78-მა პროცენტმა იცოდა, რომ მაისში ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდა, 21-მა პროცენტმა კი ამის შესახებ არ იცოდა. ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC–საქართველოს ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პრეზენტაციისას განაცხადეს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის ცდომილება 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.