NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 20% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 11% - ენმ-ს
NDI - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 20% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 11% - ენმ-ს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 57% აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, ხოლო 43% აცხადებს, რომ არა.

ამასთან, NDI-ის კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ არ იცის, 20% კი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“.

იმავე კითხვაზე გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას, „ერთან ნაციონალურ მოძრაობას“ კი, რესპონდენტთა 11% დაუჭერდა მხარს.

კითხვაზე უარით უპასუხა გამოკითხულთა 10%, ხოლო 4% განაცხადა, რომ „ევროპულ საქართველოს“, „ლეიბორისტულ პარტიას“ კი 3%, ხოლო სხვა პარტიებს 7%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.