NDI -  კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 38% კარგად აფასებს, ხოლო 15% - ძალიან კარგად
NDI -  კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 38% კარგად აფასებს, ხოლო 15% - ძალიან კარგად

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, თბილისის მერის, კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 38% კარგად აფასებს.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით თბილისის მერის კახი კალაძის საქმიანობას, გამოკითხულთა 15% აცხადებს, რომ ძალიან კარგად, 31% საშუალოდ, 7% ცუდად, ხოლო 5% ძალიან ცუდად.

კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 4%-მა.

აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.