NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბოლო 10 წელიწადში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბოლო 10 წელიწადში კრიმინალური მდგომარეობა გაუარესდა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ბოლო 10 წელიწადში კრიმინალური მდგომარეობა საქართველოში გაუარესდა (43 პროცენტი).

გამოკითხულთა 32 პროცენტი მიიჩნევს, რომ კრიმინალური მდგომარეობა იგივე დარჩა, 18 პროცენტის აზრით კი მდგომარეობა ამ კუთხით გაუმჯობესდა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას დღეს 2018 წლის დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების პირველი ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

კვლევის პოლიტიკური ნაწილი 30 იანვარს გამოქვეყნდება.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

დატოვე კომენტარი