NDI-ის კვლევა – მათი ნახევარი, ვინც პანდემიისას მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსური დახმარება მიიღო, ამბობს, რომ ეს დახმარება საკმარისია
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მოქალაქეების 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის საპასუხოდ მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური გეგმა ეფექტურია. მათი ნახევარი, ვინც პანდემიის პერიოდში მთავრობისგან რაიმე სახის ფინანსური დახმარება მიიღო, ამბობს, რომ ეს დახმარება საკმარისია.
კონკრეტულად, კვლევის თანახმად, იმ გამოკითხულების 48 პროცენტმა, რომელთაც მიიღეს დახმარება, განაცხადეს, რომ ეს საკმარისი იყო, ხოლო 52-ისთვის დახმარება არ აღმოჩნდა საკმარისი.