NDI -გამოკითხულთა 46%-ის აზრით, საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ
NDI -გამოკითხულთა 46%-ის აზრით, საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 46% ფიქრობს, რომ  საქართველოში მამაკაცი პოლიტიკოსები ქალ პოლიტიკოსებს თანასწორად არ მიიჩნევენ.

კვლევის მიხედვით, 36%-ის აზრით, თანასწორად მიიჩნევენ, 18%-მა არ იცის.

აღსანიშნავია, რომ ამავე კითხვაზე NDI-ის  2014 წლის ოქტომბერის კვლევაში, რესპონდენტთა 53%-მა არა უპასუხა, 29%-მა – დიახ, 18%-მა არ ვიცი.

როგორც NDI-ის  კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა 59%-ის აზრით, საქართველოში ქალი პოლიტიკოსები მამაკაც პოლიტიკოსებს თანასწორად მიიჩნევენ, 22% ფიქრობს, რომ არ მიიჩნევენ, 19%-მა არ იცის.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევის ცდომილება ± 1.9%-ს შეადგენს.