NDI - გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ მმართველი პარტიის გარდა ვინმე სხვა მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს 
NDI - გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ მმართველი პარტიის გარდა ვინმე სხვა მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს 

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკითხულთა 41% მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუ მმართველი პარტიის გარდა ვინმე სხვა მოიგებს საპრეზიდენტო არჩევნებს.

NDI-ის გამოკითხვის თანახმად, რესპოდენტთა 35% მიიჩნევს, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება თუ მმართველი პარტიის ხელში იქნება პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტის ინსტიტუტი. არც ერთ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 7%, კითხვაზე პასუხი არ იცის 17%-მა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება 1,9 პროცენტია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.