NBC - შვედეთში ულტრამემარჯვენეებს იმედი აქვთ, რომ მეტ მხარდამჭერს შეიძენენ
NBC - შვედეთში ულტრამემარჯვენეებს იმედი აქვთ, რომ მეტ მხარდამჭერს შეიძენენ

სოლვესბორგის ძველი ციხესიმაგრის ნანგრევებთან 4000-მდე ნაციონალისტმა მოიყარა თავი, რომლებიც შვედეთის სოციალ-დემოკრატიული მთავრობის პოლიტიკას ქვეყნისთვის საფრთხედ განიხილავენ. ამ 4 000-მდე ადამიანს საერთო ღირებულებები აერთიანებს – ანტიმიგრაციული განწყობა და ისლამოფობია.

„პოპულიზმის ცუნამმა სოციალ-დემოკრატიულ შევედეთშიც შეაღწია“ – წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC-ის რეპორტიორი შვედეთიდან.

სოლვესბორგის ციხესიმაგრესთან თავმოყრილი ადამიანები ულტრამემარჯვენე პარტიის „შვედი დემოკრატები“ მხარდამჭერები არიან, რომლის ლიდერი იიმი ოკესონია. 39 წლის ოკესონი წლებია მწვავედ აკრიტიკებს შვედეთის ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას. იგი მიიჩნევს, რომ მუსლიმი მიგრანტების მიღება ქვეყნის უსაფრთხოებას და კულტურას რისკის ქვეშ აყენებს.

2015 წლის ლტოლვილთა კრიზისის დროს შვედეთმა 200 ათასამდე სირიელ, ერაყელ და ერითრიელ მიგრანტს გაუღო კარი და თავშესაფრით უზრუნველყო. ოკესონი ამ ნაბიჯის გამო ქვეყნის მემარცხენე მთავრობას აკრიტიკებს.

NBC-ისთან ინტერვიუში ულტრამემარჯვენე პარტიის „შვედი დემოკრატები“ მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მიგრანტები შვედეთის ეკონომიკას, დემოგრაფიას, კულტურასა და ტრადიციებს საფრთხეს უქმნიან. მათ სურთ, შემდეგ არჩევნებში ნაციონალისტურმა პარტიამ გაიმარჯვოს.

„ევროპაში მომძლავრებული ნაციონალიზმისა და პოპულიზმის ფონზე, 10-მილიონიან შვედეთში ულტრამემარჯვენეთა რაოდენობა იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში ფიქსირდება“ – წერს NBC.