NBC News-ი - აშშ-ის ადმინისტრაცია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, სავარაუდოდ, 10 000-მდე ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას განიხილავს
აშშ-ის ადმინისტრაცია, სავარაუდოდ, განიხილავს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან 10,000-მდე ამერიკელი ჯარისკაცის გაყვანას. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
როგორც მედია წერს, საუბარია პოლონეთსა და რუმინეთში აშშ-ის წარმომადგენლობის შემცირებაზე.
NBC News-ის წყაროების თქმით, წინადადება თუ მიღებული იქნება, შეიძლება, „გააძლიეროს შიში, რომ შეერთებული შტატები ტოვებს თავის დიდი ხნის მოკავშირეებს ევროპაში, რომლებიც რუსეთს მზარდ საფრთხედ აღიქვამენ“.
„პრეზიდენტი მუდმივად გადახედავს განლაგებებსა და პრიორიტეტებს, რათა დარწმუნდეს, რომ ის ამერიკას პირველ ადგილზე აყენებს“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესმდივანმა, ბრაიან ჰიუზმა NBC News-თან ინტერვიუში.