NBA | „ტორონტოს“ დასავლური ვოიაჟი ფინიქსში გაგრძელდა #1TVSPORT
NBA | „ტორონტოს“ დასავლური ვოიაჟი ფინიქსში გაგრძელდა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ დასავლეთის კონფერენციის გუნდებთან სტუმრად მეორე მატჩი გამართა და მეორედ დამარცხდა. დენვერის შემდეგ ტორონტოელები ფინიქსს ესტუმრნენ და 98:120 დათმეს.

მამუკელაშვილი სათადარიგო იყო, 17 წუთი ითამაშა და 5 ქულასთან ერთად 3 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

მის გუნდში 17 ქულით ბომბარდირი სკოტი ბარნსი გახდა, ხოლო მატჩის სნაიპერი – ფინიქსის ლიდერი დევინ ბუკერი იყო (25 ქულა).

„ტორონტო“ მომდევნო მატჩს, ისევ დასავლეთში, „იუტა ჯაზის“ წინააღმდეგ გამართავს.