NBA | სანდრო მამუკელაშვილმა „გოლდენ სტეიტს“ 15 ქულა ჩაუგდო #1TVSPORT
წინასასეზონო მზადების პროცესში მეორე მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. კალიფორნიელები „გოლდენ სტეიტს“ ესტუმრნენ და 98:124 დამარცხდნენ.
სანდრო სასტარტო შემადგენლობაში იყო და „ლეიკერსის“ ბომბარდირიც გახდა. მის ანგარიშზე 15 ქულაა.
სრული სტატისტიკა: 18 წუთი, 15 ქულა (4-დან 3 სამქულიანი, 6-დან 3 ორქულიანი), 2 მოხსნა, 2 პასი, 1 დაფარება.
ლუკა დონჩიჩს არ უთამაშია. „გოლდენ სტეიტში“ კი სტეფ კარიმ 16 ქულა ჩააგდო.
„ლეიკერსი“ მომდევნო მატჩს 9 ოქტომბერს „საკრამენტო კინგსის“ წინააღმდეგ გამართავს.