NBA | სანდრო მამუკელაშვილმა „ბულსთან“ 17 ქულა ჩააგდო, „ტორონტომ“ ჩიკაგოში გაიმარჯვა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ჩიკაგოში „ბულსთან“ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა – 139:109.
მოგებაში 23-ქულიანი წვლილი არ ჯეი ბარეტმა შეიტანა, ხოლო ტორონტოელთა ხუთ კალათბურთელს 17-18 ქულა ჰქონდა. მათ შორის იყო მამუკელაშვილი: 22 წუთი, 17 ქულა (2/3 სამქულიანი, 3/5 ორქულიანი, 5/6 საჯარიმო), 4 მოხსნა, 5 პასი, 1 ჩაჭრა.
„ტორონტო“ 39 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. მომდევნო მატჩი 21 მარტს დენვერში ელის.