NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ ბოლო ცხრა მატჩიდან მერვე მოიგო #1TVSPORT
NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტომ“ ბოლო ცხრა მატჩიდან მერვე მოიგო #1TVSPORT

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წარუმატებელი სტარტის შემდეგ სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორტსი“ თამაშს თამაშზე იგებს. კანადელებმა ამჯერად შინ „ნიუ ორლეან ჰორნეტსს“ სძლიეს – 110:108. ეს „რეპტილიებისთვის“ მერვე მოგება იყო ბოლო ცხრა მატჩში.

27 ქულით მატჩის ბომბარდირი ტორონტოელი ბრენდონ ინგრემი გახდა, მამუკელაშვილის სტატისტიკა კი ასეთი იყო: 27 წუთი, 7 ქულა, 4 მოხსნა, თითო პასი-დაფარება.

„რეპტორსს“ 9 მოგების წილ 5 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-3 ადგილზეა. მომდევნო მატჩს სტუმრად ფილადელფიაში 20 ნოემბერს გამართავს.