NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო“ მოქმედ ჩემპიონთან დამარცხდა #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორნტო რეპტორსმა“ NBA-ს მიმდინარე სეზონში 58-ე მატჩი გამართა, მოქმედი ჩემპიონი „ოკლაჰომა“ მიიღო და 107:116 დამარცხდა.
მამუკელაშვილმა 15 წუთში 3 ქულა, 2 მოხსნა და თითო პასი-ჩაჭრა მოაგროვა. „ოკლაჰომას“ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი კეისონ უოლესმა შეიტანა, რომელმაც 27 ქულა ჩააგდო.
„ტორონტოს“ 34 მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეხუთე პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს 26 თებერვალს შინ „სან ანტონიოსთან“ გამართავს.