NBA | სანდრო მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი მიმდინარე სეზონში [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფორვარდის, სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ ტეხასის შტატს ესტუმრა და „დალას მავერიქსთან“ ითამაშა. კანადელებმა 129 ქულა ჩააგდეს, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა – „დალასმა“ 139:129 მოიგო.

მიმდინარე საკალათბურთო სეზონში საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა მამუკელაშვილს: 22 წუთი, 16 ქულა (5/5 ორქულიანი, 3/1 სამიანი, 3/3 საჯარიმო), 3 მოხსნა. მისმა თანაგუნდელმა სკოტი ბარნსმა 33 ქულა ჩააგდო, თუმცა ენტონი დევისისა და დანჯელო რასელის შედეგიანობა მაინც ვერ გადაფარეს. პირველმა 25 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა, მეორემ 24 ქულა და 6 პასი.

„ტორონტოს“ სამი ტურის შემდეგ ერთი მოგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო მატჩს ისევ ტეხასში, 28 ოქტომბერს გამართავს.