NBA | სანდრო მამუკელაშვილის რეკორდი და კარიერის მეექვსე ორმაგი დუბლი [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ის მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი გამართა. მისი შედეგიანობით კი „სან ანტონიომ“ სტუმრად „მემფისი“ დაამარცხა – 102:87.

სანდრო სასტარტო ხუთეულში იყო და კარიერის მეექვსე (ამ სეზონში მეორე) ორმაგი დუბლი შეასრულა – 11 ქულა, 16 მოხსნა. სხვათა შორის, ეს მისი NBA-ური კარიერის მოხსნების რეკორდია. მამუს სრული სტატისტიკა ასეთი იყო:

26 წუთი, 11 ქულა (3/3 ორქულიანი, 3/1 სამიანი, 2/2 საჯარიმო), 16 მოხსნა, 4 პასი, 1 დაფარება. მისი მოედანზე ყოფნისას „სპურსი“ 11 ქულით დაწინაურდა.

18 ქულით მატჩის ბომბარდირი ვიქტორ ვემბანიამა გახდა.

„სან ანტონიოს“ მომდევნო მატჩი 11 აპრილს ოკლაჰომაში ელის.