NBA | სანდრო მამუკელაშვილის „ლეიკერსის“ მეორე მოგება ახალ სეზონში #1TVSPORT

10:28, 24.10.2026

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მეორე მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“. კალიფორნიელებმა ქალაქის დერბიში „კლიპერსს“ უმასპინძლეს და 125:117 სძლიეს.

ლეიკერსელთაგან 20-ქულიანი ზღვარი გადალახეს რივსმა (28), დონჩიჩმა (23 ქულა, 11 პასი) და კესლერმა (22). მამუკელაშვილმა 24 წუთში 7 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 2-2 ორქულიანი და სამიანი სტყორცნა და მხოლოდ ერთი სამიანი აუცდა.

„ლეიკერსი“ მომდევნო მატჩს 26 ოქტომბერს სტუმრად იუტაში გამართავს.

რაც შეეხება გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქს“, ფლორიდელებმა სეზონი ცუდად დაიწყეს. მეორე მატჩი ჩაატარეს და მეორედ დამარცხდნენ. ამჯერად შინ, „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ – 93:115.

მატჩის ბომბარდირი ვენდელ კარტერი გახდა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო. ბითაძე, ისევე როგორც მამუკელაშვილი, სათადარიგო იყო, 12 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება ჩაიწერა.

„ორლანდოს“ მომდევნო მატჩი 26 ოქტომბერს „ნიუ იორკთან“ სტუმრად იგეგმება.

მსგავსი