NBA | სანდრო მამუკელაშვილის 14 ქულა „მინესოტასთან“ მატჩში [ვიდეო] #1TVSPORT
სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „მინესოტა ტიმბერვულვზს“ უმასპინძლა. მეოთხე პერიოდის წინ კანადელები 104:92-ს იგებდნენ და თამაშიც, ლოგიკურად უნდა მიეყვანათ გამარჯვებამდე, თუმცა ბოლო რაუნდი გაცილებით უკეთ „მინესოტამ“ ჩაატარა და 128:126 მოიგო.
სტუმართა გამარჯვება მნიშვნელოვნად განაპირობა ენტონი ედვარდსის კარგმა თამაშმა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო.

სანდრო მამუკელაშვილი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, 34 წუთი ითამაშა, 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
„ტორონტოში“ 22 ქულითა და 10 მოხსნით სკოტი ბარნსი გამოირჩა.
კანადურ გუნდს 30 მოგება, 22 წაგება აქვს და აღმოსავლეთის კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 6 თებერვალს „ჩიკაგოსთან“ შინ გამართავს.