NBA | „რეპტორსმა“ ტორონტოში გაიმარჯვა და სერიაში სხვაობა შეამცირა #1TVSPORT
NBA | „რეპტორსმა“ ტორონტოში გაიმარჯვა და სერიაში სხვაობა შეამცირა #1TVSPORT

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეიოფში მესამე შეხვედრა გამართა. კლივლენდში ორი წაგების შემდეგ კანადელები შინ დაბრუნდნენ და „კავალიერსი“ 126:104 დაამარცხეს.

შესაბამისად, სერიაში ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა – 1:2. შეგახსენებთ, რომ სერია ოთხ მოგებამდეა. გამარჯვებული აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში გავა.

მამუკელაშვილმა 11 წუთი ითამაშა და მატჩი 2 მოხსნითა და 1 პასით დაასრულა. 33-33 ქულა ჰქონდათ მის თანაგუნდელებს – ბარეტსა და ბარნსს.

სერიის მეოთხე მატჩი 26 აპრილს ისევ ტორონტოში გაიმართება.