NBA | ლუკა დონჩიჩის გარეშე „ლეიკერსმა“ „კლიპერსი“ დაამარცხა, მამუკელაშვილმა 13 ქულა ჩააგდო #1TVSPORT

09:38, 29.10.2026

ლოსანჯელესურ დერბიში კვლავ „ლეიკერსმა“ გაიმარჯვა, რომელმაც „კლიპერსს“ მისავე მოედანზე 103:87 აჯობა. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ამ გუნდების საპირისპირებაშიც ლეიკერსელებმა იმარჯვეს – 125:117.

„კლიპერსთან“ ბოლო შეხვედრაში ლუკა დონჩიჩს არ უთამაშია, მანამდე კი ბოლო ორ მატჩში, ჯამში, 93 ქულა ჰქონდა. ასეთი ლიდერის გარეშე კი მწვრთნელ ჯეიჯეი რედიკს ტაქტიკის მნიშვნელოვნად გადაწყობამ მოუწია. კარგადაც გამოუვიდა, განსაკუთრებით დაცვაში თამაში – „კლიპერსმა“ მხოლოდ 87 ქულა ჩააგდო, რაც NBA-ს სტანდარტებით დაბალი მაჩვენებელია.

რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, გუნდში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო იყო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა. სრული სტატისტიკა:

30 წუთი, 13 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება.

23 ქულით მატჩის ბომბარდირი მამუს თანაგუნდელი ქუენტინ გრაიმსი გახდა.

„ლეიკერსს“ 4 მოგება, 1 წაგება აქვს და დასავლეთის კონფერენციაში მეოთხე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 31 ოქტომბერს სტუმრად „გოლდენ სტეიტთან“ გამართავს.

მსგავსი