NBA-ის სუპერფინალურ სერიაში „ოკლაჰომამ“ „ინდიანასთან“ ანგარიში გაათანაბრა #1TVSPORT
NBA-ის 2025 წლის ფინალური სერიის მეორე მატჩში „ოკლაჰომა სიტი თანდერმა“ საკუთარ მოედანზე „ინდიანა პეისერსი“ 123:107 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
მთელი შეხვედრის მანძილზე მასპინძელი გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა და „ინდიანა“ მეტოქის დაწევას ვერ ახერხებდა. „ოკლაჰომას“ რიგებში ყველაზე შედეგიანი NBA-ის გასული რეგულარული სეზონის „უძვირფასესი მოთამაშე“ (MVP) შაი გილჯის-ალექსანდერი იყო 34 ქულით. 20 ქულა ჰქონდა ალექს კარუზოს, ხოლო 19 – ჯეილენ უილიამსს.
„ინდიანას“ შემადგენლობაში 17 ქულით საუკეთესო ბომბარდირი ტაირის ჰალიბარტონი გახდა, რომელმაც პირველ შეხვედრაში გადამწყვეტი ორქულიანი ჩააგდო.
ფინალური სერიის მესამე მატჩი 12 ივნისს „ინდიანას“ დარბაზში ჩატარდება.