NBA-ს „ოლ სტარის“ შემდეგ გოგა ბითაძის „ორლანდო“ გამარჯვებით დაბრუნდა [ვიდეო] #1TVSPORT
თებერვლის შუაში NBA-ში შესვენება იყო, მსოფლიო საკალათბურთო საზოგადოების ყურადღება „ოლ სტარისკენ“ იყო გადატანილი. მისი დასრულების შემდეგ გოგა ბითაძის „ორლანდომ“ პირველივე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და „ატლანტა“ სტუმრად 114:108 დაამარცხა.
გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო პაოლო ბანკერო – 26 ქულა, 10 მოხსნა. გოგა ბითაძის სტატისტიკა ასეთი გახლდათ: 16 წუთი, 3/3 ორქულიანი, 6 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება.
„მეჯიქი“ უახლოეს მატჩს 22 თებერვალს შინ „მემფისის“ წინააღმდეგ გამართავს.