ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გაიმართა ლატარია, რომლის მეშვეობითაც გაირკვა 2024 წლის დრაფტზე პირველი 14 კალათბურთელის არჩევის თანმიმდევრობა.
ლატარიაში მონაწილეობა მიიღო 12-მა გუნდმა, რომლებიც ვერ მოხვდნენ მიმდინარე სეზონის პლეი ოფში, აგრეთვე „ოკლაჰომამ“.
2024 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩევს „ატლანტა“. აღსანიშნავია, რომ „ჰოქსს“ დრაფტის ლატარიის მოგების მხოლოდ სამი პროცენტი ჰქონდა.
დრაფტ-ლატარიის შედეგები:
1. ატლანტა, 2. ვაშინგტონი, 3. ჰიუსტონი, 4. სან ანტონიო, 5. დეტროიტი, 6. შარლოტი, 7. პორტლენდი, 8. სან ანტონიო, 9. მემფისი, 10. იუტა, 11. ჩიკაგო, 12. ოკლაჰომა, 13. საკრამენტო, 14. პორტლენდი.