NBA | გოგა ბითაძის „ორლანდომ“ ოთხმატჩიანი წაგებათა სერია საკრამენტოში შეწყვიტა #1TVSPORT

09:37, 11.11.2026

საქართველოს ნაკრების ცენტრის, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ დასავლურ ტურნეში მესამე მატჩი გამართა. ამჯერად „კინგსს“ საკრამენტოში დაუპირისპირდა და 107:100 სძლია. ამ გამარჯვებით ფლორიდულმა გუნდმა წაგებათა ოთხმატჩიანი სერია შეწყვიტა.

შეუჩერებელი იყო ფრანც ვაგნერი – 33 ქულა, 26 ქულა შეაშველა ენტონი ბლეიქმა. გოგა ბითაძის სტატისტიკა ასეთი იყო:

15 წუთი, 2 ქულა (1/1 ორქულიანი), 2 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება.

„მეჯიქი“ 12 ნოემბერს „იუტას“ სტუმრად ეთამაშება.

მსგავსი