NBA | გოგა ბითაძის 10 ქულა და გამარჯვება „კლიპერსთან“ [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების ცენტრის, გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ში მეცხრე მატჩი მოიგო. ფლორიდელებმა „ლოს ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლეს და 129:101 გაიმარჯვეს.
წარმატებაში 23-ქულიანი წვლილი მიუძღვის ჯეილენ საგსს, 20 ქულა ჰქონდა ფრანც ვაგნერს. გოგამ კი 16 წუთი ითამაშა და სროლისას უშეცდომო იყო: 10 ქულა (3/3 ორქულიანი, 4/4 საჯარიმო), 6 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა.
„ორლანდოს“ 9 მოგება, 7 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა. მომდევნო მატჩს 23 ნოემბერს შინ, „ნიუ იორკ ნიქსთან“ გამართავს.