NBA-ის ახალი კალენდარი ოფიციალურად გამოცხადდა
NBA-ის ახალი კალენდარი ოფიციალურად გამოცხადდა

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მატჩების განრიგი, რომელსაც ეროვნული ტელევიზიით გადასცემს რეგულარული ჩემპიონატის პირველ სათამაშო კვირას, შობის დღეს (25 დეკემბერი, 2018) და მარტინ ლიუთერ კინგის დღეს (21 იანვარი, 2019).

NBA-ის რიგით 73-ე სეზონი 16 ოქტომბერს დაიწყება. პირველი მატჩი იქნება “ფილადელფიასა” და “ბოსტონს” შორის, ამის შემდეგ კი დაიწყება “გოლდენ სტეიტისა” და “ოკლაჰომას” შეხვედრა.

ლებრონ ჯეიმსის დებიუტი “ლეიკერსის” რიგებში 18 ოქტომბერს შედგება, როცა “ლეიკერსი” სტუმრად შეხვდება “პორტლენდს“. და კიდევ, ჯეიმსი “ლეიკერსის” მოთამაშის რანგში კლივლენდში 21 ნოემბერს დაბრუნდება.
სეზონის პირველი კვირა:
16 ოქტომბერი. ბოსტონი-ფილადელფია
16 ოქტომბერი. გ. სტეიტი-ოკლაჰომა
17 ოქტომბერი. ჰიუსტონი-ნიუ ორლეანი
17 ოქტომბერი. ფინიქსი-დალასი
18 ოქტომბერი. ფილადელფია-ჩიკაგო
18 ოქტომბერი. პორტლენდი-ლეიკერსი
19 ოქტომბერი. ტორონტო-ბოსტონი
19 ოქტომბერი. იუტა-გ. სტეიტი
20 ოქტომბერი. ვაშინგტონი-ტორონტო
20 ოქტომბერი. ლეიკერსი-ჰიუსტონი
21 ოქტომბერი. კლიპერსი-ჰიუსტონი
შობის დღე:
ნიუ იორკი-მილუოკი
ჰიუსტონი-ოკლაჰომა
ბოსტონი-ფილადელფია
გ. სტეიტი-ლეიკერსი
იუტა-პორტლენდი
მარტინ ლიუთერ კინგის დღე
მემფისი-ნიუ ორლეანი
ფილადელფია-ჰიუსტონი
ლეიკერსი-გ. სტეიტი