ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის გასაუბრების ეტაპი ფორსირებულად მიმდინარეობს
ნაზი ჯანეზაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის გასაუბრების ეტაპი ფორსირებულად მიმდინარეობს

ალბათ გვრიტიშვილისმეთოფიშვილის, ან იმ წევრების და ჩინჩალძის ახირებაა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს პროცესი და ასეთი ქარხნული წესით წარვმართოთ ძალიან მნიშვნელოვანი შერჩევის ეტაპი, – ამის შესახებ საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

​ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, გასაუბრების პროცესი ფორსირებულად მიმდინარეობს, მიზეზი კი მისთვის გაუგებარია.

„მთელი ეს პროცესი მიმდინარეობს ფორსირებულად. თავიდანვე ამას ვამბობდით, რომ ფორსირებულად წარმართა საერთოდ საბჭომ ეს შერჩევის ეტაპი და მით უმეტეს გასაუბრება. გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ იუსტიციის საბჭოს უახლოეს წარსულში აქვს ისეთი მაგალითები, როდესაც დაიწყო კონკურსი, დაიწყო გასაუბრება და ცხრა თვე გაგრძელდა ეს გასაუბრება, ვიდრე არ ჩატარდებოდა ბოლო კანდიდატთან გასაუბრება. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ მიდის ეს პროცესი ასე ფორსირებულად, მით უმეტეს, რომ პარლამენტი არ აპირებს, ზაფხულში განიხილოს კანდიდატურები. ამ პირობებში ჩემთვის წარმოუდგენელია, რატომ არ გვეძლევა დრო იმისათვის, რომ თუნდაც დღეგამოშვებით ჩატარდეს გასაუბრება. გავაანალიზოთ, შევაფასოთ ესა თუ ის კანდიდატი, გვქონდეს დრო, რომ დავფიქრდეთ რაღაცებზე, მოვემზადოთ შემდგომი დღისთვის და უფრო სერიოზულად მივუდგეთ ამ საკითხს, მაგრამ ეს არის ალბათ ან გვრიტიშვილის ან მეთოფიშვილის, ან იმ წევრების და ჩინჩალძის ახირება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცესი და ასეთი ქარხნული წესით წარვმართოთ ძალიან მნიშვნელოვანი შერჩევის ეტაპი“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.