ნაზი ჯანეზაშვილი - თამარ ალანია გასაუბრებაზე არ პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს, რომელიც უკავშირდება კლანურ მმართველობას და მურუსიძეს
ნაზი ჯანეზაშვილი - თამარ ალანია გასაუბრებაზე არ პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს, რომელიც უკავშირდება კლანურ მმართველობას და მურუსიძეს

თამარ ალანია გასაუბრებაზე არ პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს, რომელიც უკავშირდება კლანურ მმართველობას და ლევან მურუსიძეს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბაჭოს არამოსმართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.

როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, ალანიას მისი სამოსამართლო საქმიანობის დროს არც ერთხელ არ დაუფიქსირებია კრიტიკული პოზიცია, სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე.

„ცხადია, ვადევნებ თვალს, თამარ ალანიას გასაუბრებას და რა თქმა უნდა, იგი არ პასუხობს, როგორც ეს საბჭოს სხდომის დროს იყო, ისეთ მნიშვნელოვან კითხვებს, რომელიც უკავშირდება კლანურ მმართველობას და რომელიც უკავშირდება ლევან მურუსიძეს და რეალურ პრობლემებს, სისტემაშია. თქვენ ნანახი გაქვთ, როგორ უბრახუნებდა მაგიდას მუშტებს თამარ ალანია, როდესაც იგი საბჭოს სხდომაზე გამომეცხადა და ფაქტობრივად დამიპირისპირდა, სწორედ ამიტომ მოვიდა სხდომაზე, რომ ჩემთან ამ ფორმით გამოსულიყო. მას შეუძლია თამამი გამოსვლები, აგრესიულიც კი. თუნდაც მოსამართლის ეთიკას არღვევდეს, იგი მაინც გამოდის ასეთი ფორმით და ასე გამოხატავს თავის მოსაზრებებს. ამიტომ დაახლოებით 14 წელია იგი მოსამართლეა და არასოდეს , პრინციპული პოზიცია, კრიტიკული მოსაზრება, სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე მას არ დაუფიქსირებია, არც 2012 წლამდე და არც მას შემდეგ. შესაბამისად, მიჩნდება ბუნებრივია ეჭვები და განცდა, რომ იგი არის ჩვეულებრივი რიგითი ადამიანი და არათავისუფალი მოსამართლე, რომელსაც არ შეუძლია კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.