ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლოში არის „კლანი“, მაგრამ ამის თქმას ვერავინ ბედავს
ნაზი ჯანეზაშვილი - სასამართლოში არის „კლანი“, მაგრამ ამის თქმას ვერავინ ბედავს

ვერავინ გაბედა ღიად თქვას, რომ სასამართლო სისტემაში არის გავლენიანი ჯგუფი, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, გასაუბრებების ეტაპზე საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან ხშირად ხდება ხელის შეშლა, რათა არ დაისვას „საბჭოსთვის არასასურველი კითხვები“.

„დღევანდელი გასაუბრება პროცედურული თვალსაზრისით იყო პრობლემური. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები ხშირ შემთხვევაში გვიშლიან ხელს, რომ დავსვათ შეკითხვები სათანადოდ, თუ საქმე ეხება ამათთვის არასასურველ საკითხებს, რაზეც მიწევს საუბარი კანდიდატთან.

ყოველთვის ცდილობენ შეაჩერონ კანდიდატი ან ჩაერთონ სხვადასხვა ფორმით.

თითქმის 20 ადამიანთან იყო გასაუბრება. გასაუბრებებზე ერთი რამ იკვეთება, ვერავინ გაბედა, ღიად თქვას, რომ სასამართლო სისტემაში არის გავლენიანი ჯგუფი. სასამართლოში არის „კლანი“, რომელიც მართავს სისტემას, მაგრამ ამის თქმას ვერავინ ბედავს“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.