ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი უზენაეს სასამართლოში მოსალოდნელ გადაადგილებებს უკავშირდება
ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი უზენაეს სასამართლოში მოსალოდნელ გადაადგილებებს უკავშირდება

ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს, უზენაეს სასამართლოში მოსალოდნელ გადაადგილებებს უკავშირდება.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, კონკურსის მიზანი უნდა იყოს ვაკანსიის შევსება და არა კონკრეტული მიზნით გადანაწილება.

“კონკურსში, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ძალიან ბევრი მოქმედი მოსამართლე მონაწილეობას. კონკურსანტებიდან ძალიან მცირე რაოდენობას აქვს კონკურსში მონაწილეობის რეალური მიზეზი, მათი უფლებამოსილების ვადა იწურება უახლოეს ხანებში. ვაკანსიების შევსება არ უნდა იყოს კონკურსის მიზანი. ვაკანსიები დარჩება ვაკანსიებად, გადატვირთულობის პრობლემა დარჩება პრობლემად. მე დავარქმევდი ამას გადაადგილების პროცესს სასამართლო სისტემაში”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი კონსტიტუციის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდბეულება ხდებ,ა უზრნაესი სასამართლოს შემადგენლობა 18-დან 28-მდე გაიზარდოს და შემდეგ ამ მოსამართლეებს შორის დაასახელოს უზენაესი სასამართლოს თავმჯომარეობის კანდიდატი.