ნაზი ჯანეზაშვილი - ეკა ბესელიამ აქამდეც იცოდა, რა ხდებოდა სისტემაში, თუმცა ხმას არ იღებდა
ნაზი ჯანეზაშვილი - ეკა ბესელიამ აქამდეც იცოდა, რა ხდებოდა სისტემაში, თუმცა ხმას არ იღებდა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის წინადადებას განიხილავენ, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებას ეხება.

მომხსენებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილია.

როგორც ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, იანვარში წარადგინა წინადადება პარლამენტში, რათა შემუშავებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურა.

„პირველებმა წარმოვადგინეთ ეს წინადადებები და დანარჩენი პროექტები შემდგომ მომზადდა. ჩვენი წინადადებები ითვალისწინებს რამდენიმე პრინციპს, აქედან უმნიშვნელოვანესია ისეთი საკითხები, როგორიცაა კონკურსის გამოცხადება, ინტერესთა კონფლიქტის პროცედურები. ასევე უნდა შემუშავდეს ისეთი პრინციპები, სადაც მოსამართლეების კონკურსები გამოცხადდება სპეციალიზაციების მიხედვით. შევთავაზეთ, რომ საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნას, რათა საზოგადოების ჩართულობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი. ჩვენი წინადადებაა, რომ არ მოხდეს სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძის „კლანის“ აქტიური წარმომადგენლები და მხარდამჭერები“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში ჩინჩალაძის კლანისა და გავლენის შესახებ ზოგმა ადამიანმა დეკემბერში გაიგო.

„დაახლოებით ერთი წლის წინ პარლამენტს წარვუდგინე ჩემი რეკომენდაციები, ხოლო იანვარში საპროექტო წინადადების სახით. ჩემთვის მთავარია, რომ შემუშავდეს ისეთი პროცედურები, რომ ჩინჩალაძის „კლანი“ არ მოხვდეს სისტემაში. ეკა ბესელიამ, რომელიც ბოლო დროს გააქტიურდა, აქამდეც იცოდა, რა ხდებოდა სისტემაში, თუმცა ხმას არ იღებდა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიყოთ თანმიმდევრულები, ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ დეკემბერში კი არ გავიგოთ, სასამართლო სისტემაში ჩინჩალაძე და მისი კლანია, არამედ იქამდეც გვქონოდა ამის შესახებ ინფორმაცია. არ მიგვეღო ისეთი კანონები, რომელიც ჩინჩალაძეს უწყობდა ხელს და ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ სააპელაციო სასამართლოში შეიქმნა ვიწრო სპეციალიზაციები, რაც ჩინჩალაძეს ერთპიროვნულ ძალაუფლებას ანიჭებს, რათა გაანაწილოს საქმეები“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

„მე და ანა დოლიძემ იანვარში წარვადგინეთ წინადადება საქართველოს პარლამენტში იმისათვის, რომ შემუშავებულიყო უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურა. პირველმა წარმოვადგინეთ ეს წინადადებები და დანარჩენი პროექტები შემდგომ მომზადდა. ბოლო ეტაპზე ვნახეთ, რომ სხვადასხვა ვერსიები დაიდო. ჩვენი წინადადებები ითვალისწინებს რამდენიმე ძირითად პრინციპს, აქედან უმნიშვნელოვანესია საბაზისო საკითხები: კონკურსის გამოცხადება, ინტერესთა კონფლიქტის პროცედურები, ასევე გვაქვს წინადადებაში, რომ უნდა შემუშავდეს ისეთი პრინციპები, სადაც მოსამართლეთა კონკურსები გამოცხადდება სპეციალიზაციების მიხედვით . ჩვენ შევთავაზეთ, რომ საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნას, რათა საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურად მაღალი იყოს. საერთო ჯამში, სულისკვეთება ჩვენი წინადადების ის არის, რომ არ მოხდეს სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძის „კლანის“ აქტიური წარმომადგენლები და მხარდამჭერები. რაც მთავარია, სისტემაში უნდა მოხდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანები – აი ამ ორ საკითხს, ძირითად დებულებას ეფუძნება ჩვენი წინადადებები და იმედი გვაქვს, რომ გაიზიარებენ დეპუტატები“, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

დატოვე კომენტარი