ნაზი ჯანეზაშვილი - დღევანდელი სისტემა იძლევა შესაძლებლობა, რომ საბჭომ არაობიექტური გადაწყვეტილება მოიღოს
ნაზი ჯანეზაშვილი - დღევანდელი სისტემა იძლევა შესაძლებლობა, რომ საბჭომ არაობიექტური გადაწყვეტილება მოიღოს

სამწუხაროდ დღევანდელი სისტემა იძლევა შესაძლებლობა, რომ საბჭომ მოიღოს არაობიექტური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრის შემდეგ განაცხადა.

მისი განმარტებით, დღეს არსებული დანიშვნის წესი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ საზოგადოებას ჰქონდეს პროცესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები.

მისივე თქმით, ამის მთავარი არგუმენტია, რომ საბჭოს არ აქვს ვალდებულება დაწუნებულ კანდიდატს განუმარტოს მიზეზი, რატომ არ დაუჭირა მხარი.

“სამწუხაროდ დღევანდელი სისტემა იძლევა შესაძლებლობა, რომ საბჭომ მოიღოს არაობიექტური გადაწყვეტილება. პირველ რიგში ვგულისხმობ, რომ საბჭოს არ აქვს ვალდებულება განმარტოს, რატომ დაუჭირა მხარი მოსამართლეს ან რატომ არ დაუჭირა მხარი. რისკები არის საკმაოდ მაღალი და შესაბამისად მოსამართლეებს საბჭო არ ნიშნავს სწორედ იმ კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ყველაზე მთავარი კრიტერიუმი აქედან არის პროფესიული სინდისი და პროფესიული რეპუტაცია. სამწუხაროდ რამდენიმე ადამიანი, რომელიც არ დაინიშნა ისინი პასუხს ვერ მიიღებენ საბჭოსგან, თუ რატომ არ მოხდა მათი გამწესება უვადოდ თანამდებობაზე. საზოგადოებას შესაძლებელია დარჩეს კითხვები ამ პროცესთან მიმართებაში. კიდევ ერთი მთავარი პრობლემაა, რომ მოსამართლეები ინიშნებიან 10 ხმით. პროცესს სჭირდება უფრო მაღალი ლეგიტიმაცია, უფრო მაღალი დასაბუთებულობა და იმედია, შეიცვლება”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.