ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის მოვალეობას გივი ბახტაძე ასრულებს

12:23, 07.11.2018

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორის მოვალეობას გივი ბახტაძე ასრულებს. ინფორმაცია კორპორაციის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

ბახტაძე საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა. 2014-2016 კორპორაციის გენერალური დირექტორის მრჩეველი იყო, 2016-2018 წლებში დირექტორი ფინანსურ საკითხებში, ბოლო თვეებში კი,  დირექტორი კომერციულ საკითხებში.

მანამდე, 2007-2012 წლებში ბახტაძე რუსეთში, კერძო სექტორში მუშაობდა. Mercedes-Benz Bel-ში მარკეტინგისა და რეკლამის მიმართულებას, შპს НТ ПАРТНЕР-ში კი ბიზნესის განვითარებას ხელმძღვანელობდა.

2003-2005 წლებში კი, მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და „საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციაში“.

ამასთან, პირველი არხის ინფორმაციით, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში ერთ-ერთ დირექტორად ინიშნება ქონების ეროვნული სააგენტოს ყოფილი უფროსი ეკატერინე სისაური.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ხელმძღვანელად დაინიშნა.

მსგავსი