ნავთობისა და გაზის კორპორაცია ქობულეთთან გაზსადენის ახალ მონაკვეთს აშენებს
ნავთობისა და გაზის კორპორაცია ქობულეთთან გაზსადენის ახალ მონაკვეთს აშენებს

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ქობულეთთან მაგისტრალური გაზსადენის ახალ მონაკვეთს აშენებს, რომლის სიგრძე 12.5 კილომეტრია.

კორპორაციის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მოხსნილია მიწის ნაყოფიერი ფენა და სამშენებლო ტერიტორიაზე დაწყებულია მილების შედუღება.

სამუშაოებს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია Ozsoy Muhendislik Ticaret A.S. ასრულებს.

კორპორაციამ აღმოსავლეთ‐დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის, ქობულეთის განშტოების 60 კმ-იანი მონაკვეთიდან გასულ წელს უკვე ააშენა 45 კმ-იანი მონაკვეთი.

12,5 კმ-იანი მონაკვეთის პროექტის ღირებულებაა 4 555 979 ლარი.

აღმოსავლეთ‐დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის 500 მმ-იანი დიამეტირის, 60 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნება აჭარის რეგიონში გაზზე მზარდი მოთხოვნის გარანტირებულად დაკმაყოფილება.