ნავთობის ობიექტებზე თავდასხმის მხარდაჭერაში საუდის არაბეთი ირანს ადანაშაულებს 
ნავთობის ობიექტებზე თავდასხმის მხარდაჭერაში საუდის არაბეთი ირანს ადანაშაულებს 

ნავთობის ობიექტებზე თავდასხმის მხარდაჭერაში საუდის არაბეთმა ირანი დაადანაშაულა.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ტურკი ალ-მალკიმ პრესკონფერენციაზე თავდასხმის დროს სავარაუდოდ გამოყენებული იარაღი გამოიტანა და აღნიშნა, რომ თავდასხმა არ შეიძლებოდა, იემენის მხრიდან განხორციელებულიყო.

საუდის არაბეთის ნავთობის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა სწორედ იემენელმა შიიტმა ჰუსიტებმა აიღეს.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, აღმოჩენილი უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტების ნაწილები სწორედ ირანის აგრესიაზე მიუთითებს.

ტურკი ალ-მალკიმ ასევე აღნიშნა, რომ თავდასხმის დროს 25 უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტები გამოიყენეს. საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ-სალმანმა თქვა, რომ ქვეყნის შუაგულში ნავთობის ინდუსტრიაზე თავდასხმა გლობალური ნების რეალური გამოცდაა. ირანი თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს.