ნავთობის ფასი შემცირდა
ნავთობის ფასი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშორის ინფორმაციით, 2018 წლის 19 მარტის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 66,05 ( – 0,16) დოლარი ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 62,06 (- 0,28) დოლარი ბარელზე.