ნავთობის ფასი გაიზარდა
ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 22 იანვრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 69,03 (+ 0,42) დოლარი შეადგინა.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე ნედლი ნავთობის ფასმა ბარელზე 63,49 (+ 0,12) დოლარი შეადგინა.