ნავთობის ფასი გაიზარდა
ნავთობის ფასი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2018 წლის 26 ივნისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 76,31 (+ 1.58) დოლარი ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 70.53 (+ 2,45) დოლარი ბარელზე