ნავთობის ფასი გაიზარდა
ნავთობის ფასი გაიზარდა

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე, 2018 წლის 23 აპრილის ვაჭრობის შედეგებით, ნავთობის ფასი გაიზარდა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 74,71 ( + 0,65) აშშ დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკში კი, York Mercantile Exchange-ზე Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 68,64 (+ 0,24) აშშ დოლარზე დაფიქსირდა.