ნავთობი კვლავ გაუფასურდა
ნავთობი კვლავ გაუფასურდა

ნავთობი კვლავ გაუფასურდა. ლონდონის ბირჟაზე ვაჭრობის შედეგად, ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 26,94 დოლარი შეადგინა.

დასავლეთ ტეხასური ნავთობის ფასი კი ერთ ბარელზე 23,14 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ ნავთობის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც თვის დასაწყისში შავი ოქროს უმსხვილესი ექსპორტიორების ორგანიზაციის, „ოპეკის“ წევრებმა ნავთობის მოპოვების მოცულობაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.