ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა
ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა მუშაობა განაახლა.

უწყების ცნობით, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

„სააგენტოს რეკომენდაციებით, ბაზრის ადმინისტრაციამ და პერსონალმა უზრუნველყო ბაზრის ტერიტორიიდან ნარჩენების გატანა, დახლების განახლება და მოსაპირკეთებელი და დასუფთავების სამუშაოების ჩატარება.

გაუმჯობესდა სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პერსონალი აღიჭურვა შესაბამისი დამცავი და სადეზინფექციო საშუალებებით, კონტროლდება სოციალური დისტანცია“, – აცხადებენ სააგენტოში.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით 80-მდე აგრარული ბაზარი უკვე მუშაობს.